English / ქართული / Русский / Українська

პროფკავშირული ინტერნაციონალიზმი დღეს

“LabourStart”-ის გლობალური სოლიდარობის კონფერენცია, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, საქართველო, 2023 წლის 28-30 აპრილი


კონფერენციის შესახებ

გაცნობებთ, რომ საქართველოში - თბილისში, 2023 წლის 28-30 აპრილს , საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, გაიმართება LabourStart-ის გლობალური სოლიდარობის მორიგი კონფერენცია.

ამ წლის კონფერენციის თემაა - „პროფკავშირული ინტერნაციონალიზმი დღეს!“

„LabourStart”-ი მართავს გლობალური სოლიდარობის კონფერენციას 2008 წლიდან. წინა კონფერენციები ჩატარდა ლონდონში, ვაშინგტონში, ჰამილტონში (ონტარიო), სტამბულში, სიდნეიში, ბერლინსა და ტორონტოში. მათ შორის ყველაზე წარმომადგენლობითი იყო ბერლინის კონფერენცია, რომელიც გაიმართა 2014 წელს და მასში მონაწილეობა მიიღო 450 ადამიანი.

ეს კონფერენციები ღიაა ყველა პროფკავშირელისთვის, ჩვეულებრივ მათ აქვთ შესაბამისი თემა და მოიცავს პლენარულ სესიებსა და სემინარებს. თუმცა, არის შემთხვევებიც, როცა კონფერენციის დაწყების წინ მონაწილეებს შემოაქვთ წინადადებები მომხსენებელთან, განსახილველ თემასთან დაკავშირებით.

ვინაიდან ,ეს კონფერენციები არ არის გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, მათზე დასწრება უფასოა.

ამჟამად ვამზადებთ სიას, თუ ვინ იქნებიან მომხსენებლები პლენარულ სხდომაზე და რა იქნება ვორქშოფების თემები , რომელიც მიმდინარე წლის ,28 აპრილს, გაიხსნება თბილისში.

ვორქშოფები

ბელარუსი: ბრძოლა პროფკავშირული უფლებებისათვის:

ყატარი და საერთაშორისო პროფკავშირული მოძრაობა;
გლობალური კამპანია პროფკავშირული უფლებებისთვის - არტურ სვენსონის სახელობის პროფკავშირული უფლებებისთვის საერთაშორისო ჯილდოს ბენეფიციარებთან ერთად;
ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა ბრძოლა- (Ver.de-გერმანია);
სამოქალაქო ჟურნალისტები და შრომითი მოძრაობა- (თურქეთი, ფინეთი)
კოლექტიური მოლაპარაკებების მიღმა: ახალი მიდგომები სამართლიანი სამუშაო ადგილებისათვის - ორგანიზაცია Electronics Watch;
ბრძოლა დემოკრატიისა და დასაქმებულთა უფლებებისთვის თურქეთში;
„Twitter”-ის ალტერნატივები - როგორ შეიძლება გამოიყენონ პროფკავშირებმა „Mastodon”-ი;
პალესტინის დასაქმებულთა ორგანიზება ისრაელის შრომის ბაზარზე ( MAAN Workers Association- ისრაელში დასაქმებულთა ორგანიზაციის დამოუკიდებელი წარმომადგენლობა) ;
ისრაელის პროფკავშირების ორგანიზაციის (Histadrut) პროექტი პალესტინელი დასაქმებულებისათვის (გერმანიის პროფკავშირების კონფედერაციასთან (DGB) და შვედეთის პროფკავშირების კონფედერაციასთან (LO Sweden) ერთად;
ბრძოლა „Amazon”-ის პროფკავშირებში გაერთიანებისათვის;
კლიმატის ცვლილება და პროფკავშირები;
ბრძოლა უკიდურესი მემარჯვენეების წინააღმდეგ;
ონლაინ კამპანია იმ პროფკავშირებთან ერთად, რომლებმაც იმუშავეს „LabourStart”-თან ერთად გასულ წელს ფილიპინებში, კანადაში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ლიტვაში.
ეს არის ვორქშოფების დადასტურებული ჩამონათვალი, რომელსაც შემდეგ კვირეებში კიდევ დავამატებთ და გამოგიგზავნით.
თუ თქვენ გაქვთ იდეები, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული შეტყობინებით.